წითელ ჯგუფში ყველაფერი დალაგდა
დასრულდა წითელი ჯგუფის გათამაშება საქართველოს eროვნულ ლიგაში
სათამაშო დღე გიორგი გოგოლის და თავით წაბრიას მატჩით დაიწყო. გოგოლი შეხვედრაში უპირობო ფავორიტის სტატუსით იყო, მას პირველ ადგილზე დასარჩენად ფრეც ყოფნიდა, თავის მხრივ წაბრიასაც “გარანტირებული” ჰქონდა ბოლო ადგილი. შეხვედრა გოგოლის გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
ბათუმის დინამოს ფლეიერმა ზუკო ჯიბლაძემ ირაკლი ქადაგიშვილს 1-0 მოუგო. ზუკომ ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე 18 ქულით დაასრულა. ირაკლი კი მეხუთე ადგილზე გავიდა 14 ქულით.
აჩი კობაიძემ გიო მახარაშვილთან 1-2 წააგო. მახარაშვილს მესამე ადგილზე დასარჩენად ფრეც აწყობდა, კობაიძე კი მეექვსე ადგილზე უმოტივაციოდ იყო.
ფლეი ოფის მატჩები შემდეგ კვირაში დაიწყება