eროვნული ლიგის სტატისტიკური მონაცემები
როგორც იცით დასრულდა საქართველოს eროვნული ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშება. ერთად გადავხედოთ სხვადასხვა საინტერესო სტატისტიკებს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირდა
🔥 გიორგი გოგოლი ორივე ჯგუფში გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა, 8 მოგება და 4 ფრე.
🔴 ყველაზე მეტი შეხვედრა წითელი ჯგუფის წარმომადგენლებმა მოიგეს, გოგოლმა და ბერიამ 8-8 შეხვედრა მოიგეს, მაშინ როცა თეთრი ჯგუფის ლიდერ ასათაშვილს 7 შეხვედრა აქვს მოგებული
🔁 სანდრო ჭურაძეს ვერავინ აჯობა ფრეების თამაშში. მას 12 შეხვედრაში 8 (❗️) ფრე აქვს ნათამაშები, მეორე ადგილზე ისევ თეთრი ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი მორჩაძეა 5 ფრით. ერთადერთი ფლეიერი, რომელსაც eლიგის მიმდინარე გათამაშებაში ფრე არ უთამაშია წითელი ჯგუფის ბოლო ადგილოსანი დავით წაბრიაა.
⏬ ყველაზე მეტი მატჩი ლიგაში დავით წაბრიამ წააგო 11, წითელი ჯგუფის ბოლო ადგილოსან ზეიკიძეს 6 წაგება აქვს
⏫ 8-8 შეხვედრა მოიგო ლიგაში დათუნა ბერიამ და გიორგი გოგოლმა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია მიმდინარე გათამაშებაში
🔝 ლიგის საუკეთესო გამტანი მოთამაშე გიორგი გოგოლია, მან ასპარეზობა +19 ბურთით დაასრულა, მეორე ადგილზე თეთრი ჯგუფის ლიდერი ნიკა ასათაშვილია +15, მესამეზე კი ასევე თეთრი ჯგუფიდან დავით ანტონაშვილი მოხვდა +12
⬇️ ყველაზე მეტი გოლი დავით წაბრიამ გაუშვა – 29. მეორე ადგილზე თეთრი ჯგუფის წარმომადგენელი იკა მახათაძეა -9, მესამეზე კი აჩი კობაიძე წითელი ჯგუფიდან -7.