eროვნულ ლიგაში ნახევარ ფინალები გაირკვა
ნელნელა დასასრულს უახლოვდება საქართველოს eროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება. დღეს გაირკვა ორივე ნახევარ ფინალური წყვილიც და შემდეგ ორშაბათს უკვე ფინალისტებიც გვეცოდინება
მეორე სათამაშო კვირის პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა გუშინ გიორგი გოგოლსა და სანდრო ჭურაძეს შორის გაიმართა. შეხვედრა ტრადიციულად ორ მოგებამდე მიმდინარეობდა. გოგოლმა ორივე შეხვედრის მოგება მარტივად მოახერხა და ნახევარ ფინალში გასვლა ორი მატჩის ჯამში 6-2 გამარჯვებით მოახერხა
დღეს კიდევ ერთი მეოთხედ ფინალური შეხვედრა ვიხილეთ. გიო მახარაშვილი დავით ანტონაშვილს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და გამოვიდა და ანტონაშვილის გამარჯვებით 1-2 დასრულდა. უკვე მეორე შეხვედრაში გაცილებით ბევრი გოლი ვიხილეთ და მაგავსად პირველი მატჩისა აქაც ანტონაშვილმა იმარჯვა 4-1.
საბოლოოდ ორივე მეოთხედ ფინალური შედვედრა ერთნაირი ანგარიშებით დასრულდა და ორივე ფლეიერმა 6-2 მოიგო.
ნახევარ ფინალში ერთმანეთს დათუნა ბერია და დათო ანტონაშვილი დაუპირისპირდებიან. გიორგი გოგოლი კი ნიკა ასათაშვილს შეხვდება