eროვნული ლიგის პირველი ორი ნახევარ ფინალისტი ცნობილია

საქართველოს კიბერ ლიგის პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა დათუნა ბერიასა და ირაკლი მორჩაძეს შორის გაიმართა. შეხვედრების დაწყებამდე, ალბათ რთული იყო რომელიმე მოთამაშის მარტივი გამარჯვება ევარაუდა გულშემატკივარს, მაგრამ კონკრეტული მატჩებისთვის საბოლოოდ დათუნა ბერია ბევრად მომზადებული აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზეც სწორედ ის გავიდა.

პირველ მატჩში დათუნამ 3-1 მოუგო მორჩაძეს და თავს უფლება მისცა მეორე შეხვედრას შედარებით მშვიდი განწყობით დალოდებოდა. მეორე მატჩში მორჩაძეს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა და მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ეფიქრა. გამარჯვება არ გამოვიდა ნერვიულობამ და ზეწოლამ თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო და დათუნამ 2-0 მოიგო. საბოლოოდ 5-1 და ბერია ნახევარ ფინალშია.

დასრულდა საქართველოს eროვნული ლიგის მეორე 1/4 ფინალური შეხვედრა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ნიკა ასათაშვილმა მოიპოვა და თბილისის ლოკომოტივი ნახევარ ფინალში იასპარეზებს.

მატჩი ორ გამარჯვებამდე იმართებოდა, შესაბამისად პირველი ფლეიერი, რომელიც ორ გამარჯვებას მოიპოვებდა, შემდეგ ეტაპზე იასპარეზებდა. თბილისის ლოკომოტივი და ნიკა ასათაასვილი ბათუმის დინამოსა და ზუკო ჯიბლაძის წინააღმდეგ, ასეთი იყო მეოთხედ ფინალური მატჩის აფიშა. პირველ შეხვედრაში ასათამ 2-0 მოიგო და დიდი ნაბიჯიც გადადგა ნახევარ ფინალისკენ.

განმეორებით მატჩში ბათუმის დინამოსა და ჯიბლაძეს მცირე სასწაული ჩადენა მართებდათ, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ. საბოლოოდ სასწაული არ შედგა და მატჩი ასათას გამარჯვებით 3-2 დასრულდა. შედეგად პირველი ისტორიული მატჩი საფეხბურთო კლუბებს შორის თბილისის ლოკომოტივის გამარჯვებით დასრულდა.

გააზიარება:

Share on facebook
Share on twitter
Share on email

ბლოგები

ბლოგი

eროვნულ ლიგაში ნახევარ ფინალები გაირკვა

eროვნულ ლიგაში ნახევარ ფინალები გაირკვა ნელნელა დასასრულს უახლოვდება საქართველოს eროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება. დღეს გაირკვა ორივე ნახევარ ფინალური წყვილიც და შემდეგ ორშაბათს უკვე ფინალისტებიც გვეცოდინება მეორე სათამაშო კვირის პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა გუშინ გიორგი გოგოლსა და სანდრო ჭურაძეს

ბლოგი

eროვნული ლიგის პირველი ორი ნახევარ ფინალისტი ცნობილია

eროვნული ლიგის პირველი ორი ნახევარ ფინალისტი ცნობილია საქართველოს კიბერ ლიგის პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა დათუნა ბერიასა და ირაკლი მორჩაძეს შორის გაიმართა. შეხვედრების დაწყებამდე, ალბათ რთული იყო რომელიმე მოთამაშის მარტივი გამარჯვება ევარაუდა გულშემატკივარს, მაგრამ კონკრეტული მატჩებისთვის საბოლოოდ დათუნა ბერია ბევრად

© 2024 ყველა უფლება დაცულია

dona
tion

[wc_woo_donation id="6257"]