დღეს საქართველოს eროვნულ ლიგაში XIII ტურის შეხვედრები გაიმართა. საქმეში წითელი ჯგუფის მოთამაშეები ვიხილეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურის დასრულების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა

XIII ტური ირაკლი ქადაგიშვილისა და გიორგი გოგოლის მატჩით დაიწყო. შეხვედრის წინ ალბათ გოგოლი უდავო ფავორიტად მოიაზრებოდა. გიორგი მიმდინარე სეზონში პირველი ადგილისთვის იბრძვის, ქადაგიშვილის უპირველესი მიზანი კი ლიგაში დარჩენაა. შეხვედრა 1-1 დასრულდა და შედეგად ორ ხელისუფლიანობა მივიღეთ. გოგოლს ბერია დაეწია და ქულებით გაუთანაბრდა. ქადაგიშვილი კი მეხუთე ადგილზეა და ოთხეულს ოთხი ქულა აშორებს

მახარაშვილი ბათუმის დინამოს ფლეიერის ზუკო ჯიბლაძის წინააღმდეგ. ცხრილში ისინი თანაბარი ქულებით მესამე მეოთხე ადგილებს იყოფდნენ და უშეღავათო ბრძოლას ველოდით. საბოლოოდ დაძაბულობამ და თითოეული ქულის ფასმა თავისი ქნა და 0-0. ფლეიერებს 15-15 ქულა აქვთ და ლიდერებს 10 ქულით ჩამორჩებიან. თავის მხრივ ორივე მოთამაშემ კარგი შანსი გაუშვა შეემცირებინათ ქულების სხვაობა გოგოლის მონასპასთან

დღის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა დათუნა ბერიასა და აჩი კობაიძეს შორის გაიმართა. დათუნას მატჩი აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, რათა გოგოლს ქულებით დაწეოდა და ორმაგად მოტივირებულმა ბერიამ 4-2 მოიგო. კობაიძე კი ამ მარცხით 6 ადგილზეა 9 ქულით და მეხუთეზე მყოფ ქადაგიშვილს 2 ქულით ჩამორჩება

კორონა ვირუსმა თავისი კვალი eლიგასაც დაატყო. დღეს ასევე გაიმართა VIII ტურის გადადებული შეხვედრა ქადაგიშვილსა და კობაიძის შორის. უშუალო კონკურენტების შეხვედრა ქადაგიშვილის გამარჯვებით 2-1 დასრულდა და შეგვიძლია ვთქვათ რომ ირაკლიმ ოქროს ქულები აიღო. როგორც უკვე გითხარით ამ წუთისთვის ქადაგიშვილი კობაიძეს 2 ქულით უსწრებს

ხვალ არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გველოდება. ერთმანეთს თეთრი ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან

გააზიარება:

Share on facebook
Share on twitter
Share on email

ბლოგები

ბლოგი

eროვნულ ლიგაში ნახევარ ფინალები გაირკვა

eროვნულ ლიგაში ნახევარ ფინალები გაირკვა ნელნელა დასასრულს უახლოვდება საქართველოს eროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება. დღეს გაირკვა ორივე ნახევარ ფინალური წყვილიც და შემდეგ ორშაბათს უკვე ფინალისტებიც გვეცოდინება მეორე სათამაშო კვირის პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა გუშინ გიორგი გოგოლსა და სანდრო ჭურაძეს

ბლოგი

eროვნული ლიგის პირველი ორი ნახევარ ფინალისტი ცნობილია

eროვნული ლიგის პირველი ორი ნახევარ ფინალისტი ცნობილია საქართველოს კიბერ ლიგის პირველი მეოთხედ ფინალური შეხვედრა დათუნა ბერიასა და ირაკლი მორჩაძეს შორის გაიმართა. შეხვედრების დაწყებამდე, ალბათ რთული იყო რომელიმე მოთამაშის მარტივი გამარჯვება ევარაუდა გულშემატკივარს, მაგრამ კონკრეტული მატჩებისთვის საბოლოოდ დათუნა ბერია ბევრად

© 2024 ყველა უფლება დაცულია

dona
tion

[wc_woo_donation id="6257"]